Friday, May 21, 2010

კინოჩვენების ანონსი


ორშაბათს, 24 მაისს, 18:00 სთ-ზე თსუ-ს მეხუთე კორპუსში, 313-ე აუდიტორიაში ნაჩვენები იქნება ნაწყვეტები გერმანელი რეჟისორის ოლივერ ჰირშბიგელის ფილმდან ”ექსპერიმენტი 1”. სურათი გადაღებულია ნობილი ამერიკელი ფსიქოლოგის ფილიპ ზიმბარდოს სტენფორდის ციხის ექსპერიმენტის მიხედვით, მაგრამ აღნიშნული ფილმის სიუჟეტი ოდნავ გაზვიადებულია და ბევრი რამ არ შეესაბამება რეალობას.
ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი, ბატონი ალან ლამბერტი ორშაბათსაც გვესტუმრება და ზიმბარდოს ექსპერიმენტის დოკუმენტურ კადრებს შემოგვთავაზებს.

ჩვენი თხოვნაა, ფილმის მსვლელობისას თავი შეიკავოთ პრივატული საუბრებისგან, რადგან ჩვენების დასრულების შემდეგ აუცილებლად იქნება დისკუსია და თქვენი მოსაზრების დაფიქსირების საშუალება მოგეცემათ.

შენიშვნა: ფილმი არის მძიმედ საყურებელი და გადატვირთულია ძალადობის შემცველი კადრებით, გთხოვთ 18 წლამდე ასაკის პირები, ასევე სუსტი გულის მქონენი ნუ დაესწრებით სეანსს.

პატივისცემით
-ფსიქოლოგთა კლუბი-



No comments:

Post a Comment