Thursday, April 29, 2010

პირველი შეხვედრის შთაბეჭდილებები

დღეს, 18:00 საათზე, თსუ–ს მეხუთე კორპუსში შედგა ფსიქოლოგთა კლუბის პრეზენტაცია, რის შემდეგაც ბატონმა ზურაბ მხეიძემ წაიკითხა ლექცია, თემა წინასწარ განსაზღვრული არ ყოფილა, ამიტომ პირობითად ”საუბრები ფსიქოლოგიაზე” ეწოდა.
ლექციის მსვლელობისას აუდიტორიაში დარგიდა კითხვარები. კითხვარის ერთ-ერთი პუნქტი ლექციის შეფასებას შეეხებოდა. მონაცემების დამუშავების შემდეგ წევრების მიერ მოცემული საშუალო შეფასება 4,7/5 გამოვიდa. ჩვენთვის (საბჭოს წევრებისთვის) ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენს მხარდაჭრას, ვეცდებით მომავალშიც უფრო და უფრო საინტერესო ლექციები შემოგთავაზოთ.


აქვე, გაწეული დახმარებისთვის მადლობა გვინდა გადავუხადოთ თსუ –ს სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტს .


(საბჭოს წევრები, ბატონი ზურაბ მხეიძე და თვითმმართველობის წარმომადგენლები, ლექციის დასრულებისას)



პატივისცემით

- ფსიქოლოგთა კლუბი-





Friday, April 23, 2010

კლუბის პირველი შეხვედრა

ფსიქოლოგთა კლუბის პირველი შეხვედრა შედგება ოთხშაბათს, 28 აპრილს, 18:00 სთ-ზე, თსუ-ს V კორპუსში, 313-ე აუდიტორიაში.

მისამართი: ჭავჭავაძის # 36 (თსუ-ს V კორპუსი, მესამე სართული, 313-ე აუდიტორია).

ზუსტად 18:00 სთ-ზე იქნება კლუბის პრეზენტაცია, შემდეგ კი ლექციას წაიკითხავს ბატონი ზურაბ მხეიძე. ზედმეტი ჩოჩქოლის და გადალაპარაკება-გადმოლაპარაკების თავიდან ასაცილებლად გთხოვთ მოხვიდეთ დროულად.

ჩვენ გვჯერა თქვენი პუნქტუალურობის

პატივისცემით

- ფსიქოლოგთა კლუბი-



Monday, April 19, 2010

მოგესალმებით ყველას

სულ მალე იქნება ფსიქოლოგთა კლუბის პრეზენტაცია

ვინც 20 აპრილამდე ვერ მოასწარით რეგისტრაციის გავლა, შეგიძლიათ 23 აპრილამდე გადმოაგზავნოთ თქვენი მონაცემები ქვემოთ მითითებულ მისამართზე.


                                                                                       პატივისცემით 

- ფსიქოლოგთა კლუბი-