ფსიქოლოგთა კლუბის შესახებ

ფსიქოლოგთა კლუბი  შეიქმნა  თსუ-ს სტუდენტების მიერ 2010 წლის გაზაფხულზე.
ფსიქოლოგთა კლუბს ჰყავს საბჭოს წევრები და თავმჯდომარე.
საბჭოს წევრები არიან:

1. რაზმიკ ბადალიანი
2.  ანა ბრაგვაძე
3. თეონა  კეთილაძე
4. სალომე კანკია
5. სალომე  კვარაცხელია
6. ნიკოლოზ რაზმაძე 

7. ქეთი  მჭედლიშვილი  – კლუბის თავმჯდომარე. 

კლუბის მიზანია უფრო მეტი ცოდნის შეძენა, თვალსაწიერის გაფართოება ფსიქოლოგებისთვის, ხოლო ფსიქოლოგიით დაინტერესებული პირებისთვის ამ მეცნიერების უკეთ გაცნობა.
კლუბის სამი ძირითადი ასპექტია:
1. ანალიტიკური ლექციები – მოწვეული ლექტორები წაიკითხავენ ლექციებს არჩეულ თემებზე და იმსჯელებენ სტუდენტებთან ერთად.
2. კინოჩვენება – ორ კვირაში ერთხელ მოეწყობა კინოჩვენება. ნაჩვენები იქნება როგორც დოკუმენტური, ასევე მხატვრული ფილმები.
3. კვლევები და ექსპერიმენტები – კლუბის საბჭო, კლუბის წევრებთან და ლექტორებთან ერთად ჩაატარებს სხვადასხვა ექსპერიმენტებსა და სოციოლოგიურ კვლევებს.

წლის ბოლოს იგეგმება საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ კლუბის წევრები.


კლუბის ბლოგი: psychocluber.blogspot.com
ელ–ფოსტა: psychocluber@yahoo.com 

No comments:

Post a Comment