Thursday, December 2, 2010

ლექცია #4 არავერბალური მანიშნებლები და კულტურა

თქვენ გელით ძალიან საინტერესო, სახალისო და ინტერაქციული ლექცია თემაზე – არავერბალური მანიშნებლები და კულტურა.

მისამართი: თსუ, მეხუთე კორპუსი, 313–3 აუდიტორია.

დას: 18:00 სთ.


 დასწრება თავისუფალია


Tuesday, November 2, 2010

სიცრუის დეტექტორი



ხუთშაბათს, 4 ნოემბერს, 18 სთ-ზე თსუ-ს მეხუთე კორპუსის 313-ე აუდიტორიაში, ფსიქოლოგთა კლუბი წარმოგიდგენთ ჯონას პეიტის ფილმს, ”სიცრუის დეტექტორი”.

ფილმის დასრულების შემდეგ გაიმართება განხილვა.



Tuesday, October 12, 2010

ლექცია #1 - ფსიქოანალიზი

ფისქოლოგთა კლუბის მორიგი შეხვედრა შედგება პარასკევს, 15 ოქტომბერს, 18:15 სთ-ზე თსუ-ს V კორპუსში, 313-ე აუდიტორიაში.

ლექციის თემაა ფისქოანალიზი, რომელსაც წაიკითხავს ლილი ხეჩუაშვილი.



არაპუნქტუალური ხალხის საყურადღებოდ: ლექციის დაწყებიდან 15 წ-ში მომსვლელებისთვის კარი "ჩაირაზება". დაგვიანებულებს შეეძლებათ ლექციის მეორე ნაწილს შემოუერთდნენ შესვენების შემდეგ.



პატივისცემით

-ფსიქოლოგთა კლუბი-


Wednesday, October 6, 2010

მეორე სეზონის გახსნა!

ფსიქოლოგთა კლუბი ანახლებს მუშაობას. 
შეხვედრა შედგება პარასკევს, 8 ოქტომბერს, 18:00 საათზე.
თსუ-ს მეორე კორპუსში, ქიმიის დიდ აუდიტორიაში.
თავდაპირველად გაგაცნობთ სიახლეებს და დარიგდება კითხვარები, რის მიხედვითაც დაიგეგმება შემდგომი შეხვედრების თემები. კითხვარების შევსების დასრულების შემდეგ ნაჩვენები იქნება ესტონელი რეჟისორის ილმაარ რაგის, 2007 წლის ვარშავის კინოფესტივალის პრიზიორი ფილმი, ”კლასის”. სურათი შექმნილია რეალური ფაქტების მიხედვით, 2007 წელს ნომინირებული იყო ოსკარზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში. 





Saturday, June 12, 2010

პირველი სეზონის დახურვა

კვირას, 13 ივნისს 15:00 სთ-ზე თსუ-ს მეორე კორპუსში, ფიზიკის დიდ აუდიტორიაში გაიმართება ფსიქოლოგთა კლუბის ბოლო შეხვედრა, ამ სეზონში.

ბოლო ლექციის თემაა - შთაგონება და თვითშთაგონება ფსიქოთერაპიაში, რომელსაც წაიკითხავს ჩეხეთიდან მოწვეული ფსიქოთერაპევტი ლევან ზარდალიშვილი.

ლექციის შემდეგ შედგება ახალი პროექტის ”ფსიქოლოგიის კვლევითი ლაბორატოორია” პრეზენტაცია.

საღამოს დაასრულებს ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორის ალან ლამბერტის კვლევის შედეგების გაცნობა და წამახალისებელი ლატარია კვლევაში მონაწილე პირებისთვის.


პატივისცემით,
-ფსიქოლოგთა კლუბი-

Monday, May 31, 2010

ლექცია #5 - არავერბალური კომუნიკაციები

ოთხშაბათს, 2 ივნისს 18:00 სთ-ზე, თსუ-ს მეხუთე კორპუსში, 313-ე აუდიოტორიაში გაიმართება ფსიქოლოგთა კლუბის მორიგი ლექცია.

ლექციის თემაა - არავერბალური კომუნიკაციები
ლექციას წაიკითხავს ბატონი ზურაბ მხეიძე.


პატივისცემით

-ფსიქოლოგთა კლუბი-

Friday, May 21, 2010

კინოჩვენების ანონსი


ორშაბათს, 24 მაისს, 18:00 სთ-ზე თსუ-ს მეხუთე კორპუსში, 313-ე აუდიტორიაში ნაჩვენები იქნება ნაწყვეტები გერმანელი რეჟისორის ოლივერ ჰირშბიგელის ფილმდან ”ექსპერიმენტი 1”. სურათი გადაღებულია ნობილი ამერიკელი ფსიქოლოგის ფილიპ ზიმბარდოს სტენფორდის ციხის ექსპერიმენტის მიხედვით, მაგრამ აღნიშნული ფილმის სიუჟეტი ოდნავ გაზვიადებულია და ბევრი რამ არ შეესაბამება რეალობას.
ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი, ბატონი ალან ლამბერტი ორშაბათსაც გვესტუმრება და ზიმბარდოს ექსპერიმენტის დოკუმენტურ კადრებს შემოგვთავაზებს.

ჩვენი თხოვნაა, ფილმის მსვლელობისას თავი შეიკავოთ პრივატული საუბრებისგან, რადგან ჩვენების დასრულების შემდეგ აუცილებლად იქნება დისკუსია და თქვენი მოსაზრების დაფიქსირების საშუალება მოგეცემათ.

შენიშვნა: ფილმი არის მძიმედ საყურებელი და გადატვირთულია ძალადობის შემცველი კადრებით, გთხოვთ 18 წლამდე ასაკის პირები, ასევე სუსტი გულის მქონენი ნუ დაესწრებით სეანსს.

პატივისცემით
-ფსიქოლოგთა კლუბი-