Monday, May 31, 2010

ლექცია #5 - არავერბალური კომუნიკაციები

ოთხშაბათს, 2 ივნისს 18:00 სთ-ზე, თსუ-ს მეხუთე კორპუსში, 313-ე აუდიოტორიაში გაიმართება ფსიქოლოგთა კლუბის მორიგი ლექცია.

ლექციის თემაა - არავერბალური კომუნიკაციები
ლექციას წაიკითხავს ბატონი ზურაბ მხეიძე.


პატივისცემით

-ფსიქოლოგთა კლუბი-

Friday, May 21, 2010

კინოჩვენების ანონსი


ორშაბათს, 24 მაისს, 18:00 სთ-ზე თსუ-ს მეხუთე კორპუსში, 313-ე აუდიტორიაში ნაჩვენები იქნება ნაწყვეტები გერმანელი რეჟისორის ოლივერ ჰირშბიგელის ფილმდან ”ექსპერიმენტი 1”. სურათი გადაღებულია ნობილი ამერიკელი ფსიქოლოგის ფილიპ ზიმბარდოს სტენფორდის ციხის ექსპერიმენტის მიხედვით, მაგრამ აღნიშნული ფილმის სიუჟეტი ოდნავ გაზვიადებულია და ბევრი რამ არ შეესაბამება რეალობას.
ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი, ბატონი ალან ლამბერტი ორშაბათსაც გვესტუმრება და ზიმბარდოს ექსპერიმენტის დოკუმენტურ კადრებს შემოგვთავაზებს.

ჩვენი თხოვნაა, ფილმის მსვლელობისას თავი შეიკავოთ პრივატული საუბრებისგან, რადგან ჩვენების დასრულების შემდეგ აუცილებლად იქნება დისკუსია და თქვენი მოსაზრების დაფიქსირების საშუალება მოგეცემათ.

შენიშვნა: ფილმი არის მძიმედ საყურებელი და გადატვირთულია ძალადობის შემცველი კადრებით, გთხოვთ 18 წლამდე ასაკის პირები, ასევე სუსტი გულის მქონენი ნუ დაესწრებით სეანსს.

პატივისცემით
-ფსიქოლოგთა კლუბი-



Monday, May 17, 2010

ლექცია # 4 - ინტერპერსონალური ურთიერთობები

ოთხშაბათს, 19 მაისს თსუ-ს მეხუთე კორპუსში, 313-ე აუდიტორიაში კლავ ჩატარდება ფსიქოლოგთა კლუბის შეხვედრა.

ამჯერად ოდნავ განსხვავებულ რეჟიმში, გარდა ლექტორისა, სტუმრად გვეწვევა ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი, ბატონი ალან ლამბერტი.

აუდიტორია ღია იქნება 17:00 სთ-იდან. 17:30 სთ-ზე ალან ლამბერტი მცირე მიმართვას გააკეთებს.

18:00 სთ-ზე კი, ბატონი ზურაბ მხეიძე წაიკითხავს ლექციას თემაზე - ინტერპერსონალური ურთიერთობები.

გთხოვთ მობრძანდეთ დროულად.

პატივისცემით

-ფსიქოლოგთა კლუბი-



Friday, May 7, 2010

ლექცია #3 - გავლენები

სამშაბათს, 11 მაისს შედგება კლუბის მორიგი შეხვედრა.
ჩვეულ ადგილას :) თსუ–ს მეხუთე კორპუსში, 313– ე აუდიტორიაში, 18:00 საათზე.
ლექციას წაიკითხავს ქალბატონი ეკა ფირცხალავა. ლექციის თემაა გავლენები.

შეხვედრის დრო შესაძლოა შეიცვალოს, გთხოვთ თვალი ადევნოთ ცვლილებებს :)



პატიცისცემით
- ფსიქოლოგთა კლუბი-

Monday, May 3, 2010

~კინოჩვენების ანონსი~


ხუთშაბთს, 6 მაისს, 19 სთ-ზე, თსუ-ს მეხუთე კორპუსში, 313-ე აუდტორიაში ნაჩვენები იქნება ფილმი ”ტალღა”. სურათი გადაღებულია რონ ჯონსის ექსპერიმენტის მიხედვით. ფილმის დასრულების შემდეგ მოეწყობა დისკუსია და თუ საშუალება იქნება მცირე ექსპერიმენტის ჩატარებაცაა დაგეგმილი.

მისამართი ჭავჭავაძის #36, თსუ-ს მეხუთე კორპუს.

გელოდებით ყველას

პატივისცემით

~ფსიქოლოგთა კლუბი~





Sunday, May 2, 2010

სოციალური ფსიქოლოგიის სერია I

ორშაბათს,  3 მაისს, 19:00 საათზე იქნება ფსიქოლოგთა კლუბის მორიგი შეხვედრა.
ლექციას წაიკითხავს ქალბატონი ელენე კვანჭილაშვილი, თემაზე – აგრესია და ტელევიზია, მედიის გავლენა.

გთხოვთ, არ დააგვიანოთ :)

–ფსიქოლოგთა კლუბი–